პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
Show More
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში / Basic
Vocational Qualification in Finance Services
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციური საფინანსო
სერვისების პერსონალს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის საფინანსო მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის საფინანსო
სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმირებას. ასევე, საფინანსო სერვისების პროგრამის დანერგვა-განხორციელების ხელშეწყობა.
საბაზო განათლება.
არანაკლებ 17 წელი.
საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების
მოლარედ, მათ შორის - ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში
მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და
ბუკმეკერების პოზიციებზე.
მოცულობით.
საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 52 კრედიტი.
იმ პირებმა, რომლებსაც უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში
კვალიფიკაციისთვის უნდა დააგროვონ ჯამურად 52 კრედიტი. ხანგრძლივობა -9.5 თვე.
იმ პირებმა, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში
კვალიფიკაციისთვის უნდა დააგროვონ ჯამურად 67 კრედიტი. ხანგრძლივობა - 13.5 თვე.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში
2. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებში
3. განახორციელოს სალარო და საბანკო ოპერაციები
4. შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები
5. ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული
მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და დააკმაყოფილოს კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.