პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
Show More
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ სერვისებში; Secondary
Vocational Qualification in Administrative Services
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე
კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება
ადმინისტრაციული სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო ასევე კერძო დაწესებულებებში,
ორგანიზაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად, ხელმძღვანელის თანაშემწედ.
11.1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 14 პროფესიულ მოდულს ჯამური 55 კრედიტის მოცულობით და 6 ზოგად
მოდულს ჯამური 15 კრედიტის მოცულობით.
ადმინისტრაციულ სერვისებში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა ჯამურად 70 კრედიტის დაგროვება
„მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული
ენის კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით. ქართული
ენა A2-15 კრედიტი, ქართული ენა B1 -15 კრედიტი
● პროგრამის მოცულობა ქართულენოვანი სტუდენტებისათვის -70 კრედიტი
● პროგრამის ხანგძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 1 სასწავლო წელი
● პროგრამის მოცულობა არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 100 კრედიტი
● პროგრამის ხანგძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 1,6 სასწავლო წელი
კურსდამთავრებულს შეუძლია:
9.1. დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
9.2. მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
9.3. მართოს ორგანიზაციის შესყიდვები და მომარაგება;
9.4. გააფორმოს დოკუმენტების რეკვიზიტები და ბლანკები;
3
9.5. მოამზადოს დოკუმენტები არქივისთვის;
9.6. მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;
9.7. აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
9.8. დაგეგმოს პერსონალის/ადამიანური რესურსების მართვის საკითხები
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული
მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და დააკმაყოფილოს კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.
12.3 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების
სწავლებისათვის
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების
შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-12 პუნქტის 12.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.