
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
Show More
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ვეტერინარიაში/ Higher Vocational Qualification
in Veterinary
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ვეტერინარი ტექნიკოსის მომზადება, რომელიც,
უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლებს ცხოველთა მკურნალობას, მათ დაავადებებსა და დაზიანებებზე რეაგირებას, საზოგადოებისა და
პიროვნებებისთვის რჩევების მიცემას, ოპერაციის შემდგომ ცხოველთა მდგომარეობის მონიტორინგს, ამბულატორიულ მკურნალობას, ცხოველთა
ხელოვნურად განაყოფიერების მიზნით ტექნიკური დავალებების შესრულებას, ვეტერინარისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების
დიაგნოსტირებისას რადიოგრაფების, ნიმუშებისა და სხვა ლაბორატორიული ტესტების შეგროვებაში დახმარებას, ვეტერინარი ქირურგის ასისტირებას,
დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ პროცესებში მონაწილეობას და სხვ.
სრული ზოგადი განათლება
ვეტერინარიაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ვეტერინარულ კლინიკაში, ფერმერულ მეურნეობაში, ვეტერინარულ აფთიაქში,
ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, ცხოველთა თავშესაფარში, ვეტერინარულ ლაბორატორიაში, საკონსულტაციო ცენტრებში, ვივარიუმში, ცხოველთა
სასაკლაოზე, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში, ვეტერინარული პრეპარატების, ხელოვნური დათესვლის საწარმოებში, ცხოველური ნედლეულის
გადამამუშავებელ საწარმოებში. ასევე შესაძლოა იყოს თვითადასაქმებული.
პროგრამა ითვალისწინებს 5 ზოგად მოდულს, ჯამური 16 კრედიტის მოცულობით; 18 პროფესიულ მოდულს, ჯამური 64 კრედიტის მოცულობით და 8
კლინიკური სწავლების მოდულს ჯამური 40 კრედიტის მოცულობით.
ვეტერინარიაში კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა ჯამურად 120 კრედიტის დაგროვება.
იმ პირებისთვის, რომელთაც უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია
● მოცულობა: 120 კრედიტი
● ხანგრძლივობა: 23 სასწავლო თვე
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. უმკურნალოს ცხოველებს ვეტერინარის დანიშნულების მიხედვით
5
2. კომპეტენციის ფარგლებში გასცეს რეკომენდაციები/რჩევები ცხოველთა დაავადებებსა და დაზიანებებზე
3. უზრუნველყოს პირველადი ვეტერინარული დახმარება ცხოველის, მათ შორის შინაური ცხოველის მსუბუქი დაზიანებისა და გადაუდებელი
შემთხვევების დროს
4. განახორციელოს ვეტერინარი ქირურგის ასისტირება
5. ცხოველთა ხელოვნურად განაყოფიერების მიზნით, შეასრულოს ტექნიკური დავალებები
6. აიღოს ლაბორატორიული სინჯები, მოაგროვოს და ჩაატაროს ექსპრესტესტები
7. ვეტერინარს გაუწიოს ასისტირება ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების დადგენისას და რუტინულ სტომატოლოგიურ პროცედურებში
8. განახორციელოს ცხოველთა საკვებისა და კვების პროცესის მონიტორინგი
9. აღრიცხოს და ჩამოწეროს მედიკამენტები, ქიმიკატები და სხვა ფარმაცევტული მასალები
10. მიიღოს მონაწილეობა ცხოველთა ზოგად პროფილაქტიკურ, საკარანტინე-შემზღუდველ, გეგმიურ და იძულებით ეპიზოოტიის საწინააღმდეგო
(ვაქცინაცია, დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია, დეგაზაცია, დეზოდორაცია, დეზაკარიზაცია) ღონისძიებებში
11. განახორციელოს ცხოველთა დაკვლისწინა და დაკვლის პროცესის მონიტორინგი
12. ვეტერინარის ზედამხედველობით განახორციელოს ცხოველთა დაკვლის შემდგომი შემოწმება.