
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
Show More
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება - კოდი 0612. აღმწერი - „შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც”.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის - პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს აპარატურული უზრუნველყოფასა და ოპერაციული სისტემების დაყენებას, განახლებას, დაზიანებების აღმოფხვრას, ოპტიმიზაციას, დიაგნოსტირებასა და მომსახურებას; ექნება სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
შესაძლებლობები-საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
საბაზო განათლება
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 61 კრედიტი, რომელთაგან 17 კრედიტი არის ზოგადი მოდულები, 44 კრედიტი არის პროფესიული/დარგობრივი მოდულები. პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობაა 11 თვე.
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 76 კრედიტი, რომელთაგან 32 კრედიტი არის ზოგადი მოდულები, 44 კრედიტი არის პროფესიული/დარგობრივი მოდულები. პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობაა 14 თვე.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
10. მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში.
ჩარჩო დოკუმენტი მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას
(მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და დააკმაყოფილოს კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში