
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
Show More
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - ,,ფარმაცია”, კოდი 0916, აღმწერი - ,, შეისწავლის წამლებს და ადამიანზე მათ გავლენას. მოიცავს წამლის მომზადებას, განაწილებასა და ადმინისტრიებას.”
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა. კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღებას და განთავსებას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, მცირე შეფუთვებად მზა სამკურნალწამლო ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით სამკურნალო საშუალების მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას.
ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 46.46, 46.46.0, 47.73, 47.73. 0, 82.92.0
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდები: 2262, 3213
სრული ზოგადი განათლება.
საგანმანათლებლო პროგრამა ფარმაცია (სააფთიაქო) მოიცავს 3 ზოგად მოდულს, ჯამური 11 კრედიტის მოცულობით და 26 პროფესიულ მოდულს, ჯამური 109 კრედიტის მოცულობით და ერთ არჩევით მოდულს 3 კრედიტის მოცულობით.
იმ პირებისთვის, რომელთაც უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია
• მოცულობა: 123 კრედიტი
• სავარაუდო ხანგრძლივობა: 22 სასწავლო თვე
მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.
იმ პირებისთვის, რომელთაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია
• მოცულობა: 153 კრედიტი
სავარაუდო ხანგრძლივობა: 28 სასწავლო თვე
კურსდამთავრებულს შეუძლია:
• შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად;
• დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა;
• შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა;
• განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე;
• ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის შემომავალი, პერიოდული, საბოლოო კონტროლი;
• განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება, შეფუთვა, მარკირება;
• მოამზადოს რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი სამკურნალწამლო ფორმები;
• გაითვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები;
• განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ;
• განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია;
• განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური სამკურნალწამლო ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად სამკურნალწამლო ფორმების დაფასოების შესახებ;
• დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები.
პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში.
ჩარჩო დოკუმენტი მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას
(მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და დააკმაყოფილოს კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში