განსაკუთრებული თარიღი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი კოლეჯი -ის ისტორიაში ![]()
2025 წლის 25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივმა კოლეჯმა დაარსებიდან 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, პროფესიული სტუდენტები, მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაცია და მოწვეული სტუმრები.
კოლეჯი დაარსდა 2000 წლის 25 დეკემბერს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ბატონმა
იოსებ მატიაშვილმა და ქალბატონმა თამარ აბულაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბატონი იოსებ მატიაშვილის ხსოვნას — ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კოლეჯის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
განვლილი 25 წლის განმავლობაში კოლეჯმა ერთიანი გუნდით, ძალისხმევითა და ძლიერი სულისკვეთებით არაერთ გამოწვევას გაუძლო და წარმატებით განვლო განვითარების გზა.
ყოველი წელი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მომდევნო წარმატებისკენ![]()
კოლეჯი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებითა და მათი მიღწევებით.![]()
დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კოლეჯის არსებობას და მის მნიშვნელოვან როლს რაიონის სოციალურ და საგანმანათლებლო განვითარებაში.
საზეიმოდ გადაეცათ დიპლომები პროფესიული პროგრამების – ონფორმაციის ტექნოლოგიის და აღმზრდელის კურსდამთავრებულებს![]()
![]()
ღონისძიების დასასრულს საზეიმო ტორტი სიმბოლურად გაჭრეს
ახალგაზრდა იოსებ მატიაშვილმა და
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ნინო ტეტიაშვილმა.
25 წელი — გამოცდილება • ერთიანობა • განვითარება • მომავალი წარმატებები! ![]()






