„შედეგზე ორიენტირებული სწავლა – სწავლების პროცესის დაგეგმვა და კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების სისტემა პროფესიულ განათლებაში“.
ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა ექსპერტმა ნინო თამაზაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული მასწავლებლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება და განეხილათ თანამედროვე მიდგომები სწავლასა და შეფასებაში.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა მუდმივ პროფესიულ განვითარებას.




