საიუბილეო წლის ფარგლებში კოლეჯმა გულითადი მადლობა გადაუხადა დამსაქმებლებს და პარტნიორებს, სტუდენტეს, კურსდამთავრებულებს, კოლეჯის ერთიან გუნდს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კოლეჯის წარმატებასა და განვითარებაში.
დამსწრე საზოგადოებას გავაცანით კოლეჯის მისია, რომლის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდება, სტუდენტების წარმატებულ დასაქმებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნით
სერტიფიკატები გადაეცათ გამორჩეულ პროფესიულ მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს —
Rodami Mchedlishvili , ია კვირიაშვილს, ფიქრია საგინაშვილს —
კოლეჯის საქმიანობაში მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და ენთუზიაზმით ჩართვისთვის.
მადლობის სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთა წარმატებები კოლეჯის ღირსებაა!
საშემოდგომო მიღების სტუდენტებთან განახლდა სწავლა შემდეგ პროგრამებზე:
ფარმაცია (სააფთიაქო)
ვეტერინარია
აღმზრდელი
ინფორმაციის ტექნოლოგია
ამასთან, 2023–2024 სასწავლო წლის ფარმაციისა (სააფთიაქო) და ვეტერინარიის მიმართულებების კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები.
ღონისძიებაზე ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა აღნიშნა კოლეჯის მიღწევები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2025 წლის პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის მაღალ მაჩვენებელზე, რაც სტუდენტების ნდობისა და კოლეჯის მუდმივი განვითარების შედეგია.
![]()
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ქმნის ჩვენს კოლეჯს- მის ისტორიას, წარმატებებსა და მომავლის ხედვას.
ერთად შევხვდეთ კიდევ უფრო წარმატებულ წლებს!





