საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

ფარმაცია

ფარმაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:
ასოცირებული ხარისხი ფარმაციაში /Associate Degree in Pharmacy/

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - „ფარმაცია“და შეისწავლის წამლებს და ადამიანზე მათ გავლენას, მოიცავს წამლის მომზადებას, განაწილებასა და ადმინისტრირებას. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - სრული ზოგადი განათლება.

პროგრამის მიზანია - ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე მომზადდეს ისეთი კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღება-განთავსების, აღწერის, შერჩევა–მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას. ფარმაცევტის დასაქმების სფერო:

ფარმაცევტის ასოცირებული ხარისხის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის პოზიციაზე ავტორიზებულ აფთიაქში, (სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში) სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში. შეუძლია თვითდასაქმება - საკუთარი აფთიაქის გახსნა.

კურსდამთავრებულს ფარმაცევტის ასოცირებულ ხარისხს ანიჭებს - ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელსაც ხელშეკრულების ძალით “PSP–ს ფარმა”-ს კომპანიასთან შეუძლია სწავლის პროცესში სტუდენტის სტაჟირება და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმება ფარმაცევტის პოზიციაზე, PSP-ს აფთიაქებში.