საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

საოფისე საქმე

საოფისე საქმე

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში – Secondary Vokational Qualinficatio Offise workin.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა – სრული ზოგადი განათლება.
პროგრამის მიზანია – მოამზადოს კვალიფიკაციური ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

საოფისე საქმეში კვალიფაიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივან–რეფერენტად. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

* დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
* მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში;
* აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
* მოამზადოს დოკუმენტის პროექტები;
* მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
* კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას;
* უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეგანყოფილებას შორის.

კურსდამთვრებულებს პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს - ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი. გაიცემა მეოთხე დონის სახელმწიფო პროფესიული დიპლომი.