საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

ინფორმაციული ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიები

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში. Basic Vocational Qualifikation in Information Technology Support. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - საბაზო განათლება.
პროგრამის მიზანია - კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა;
პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანების, აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ინფორმაციის ტექნოლოგიის საბაზო კვალიფიკაციის მფლობელს შუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელმწიფო /მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/ და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები. ინფორმაციის საბაზო კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია:

* ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი.
* დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილებები
* დააინსტალიროს და გამართოს ოპერატიული სისტემა
* დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა
* უზრუნველყოს ოპერატიული სისტემის უსაფრთხოება
* განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები
* გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/ip, OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი.
* გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი
* შეაფასოს აპარატული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები
* მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
კურსდამთავრებულს პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს - ილია ჭვჭავაძის სახელობის საზოგადოებრივიკოლეჯი. გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი.