საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

აღმზრდელი

აღმზრდელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.
პროგრამის მიზანია - მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისათვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითრებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. კურსდამთვრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

*პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასქმებით, აღმზრდელად.

*პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროგრამით განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

*კურსდამთავრებულებს მეხუთე საფეხურის უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი.