საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

განცხადება

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისათვის ევროპული სტანდარტის შემდეგ მოდულურ პროგრამებზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი მასწავლებელი – V საფეხური, სწავლების ვადა 2 წელი. ფარმაცია /სააფთიაქო, დასაქმების გარანტიით/ – V საფეხური, სწავლების ვადა 2 წელი. ბუღალტერი /მთავარი ბუღალტერი/ – V საფეხური, სწავლების ვადა 2 წელი. საოფისე საქმე /ოფისის მენეჯერი/ – IV საფეხური, სწავლების ვადა 1 წელი. ინფორმაციის ტექნოლოგია – III საფეხური, სწავლების ვადა 1 წელი. ყველა პროფესიულ პროგრამაზე მიღების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება, გარდა III საფეხურისა. V უმაღლესი საფეხურის ყველა საგანამანათლებლო პროგრამაზე კოლეჯი გასცემს უმაღლეს პროფესიულ დიპლომს. IV საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამა ითავსებს ზოგადი განათლების მოდულს, რაც 9 კლასდამთავრებულ აბიტურიენტს 1 წელიწადში ამთავრებინებს სრულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას და გასცემს ზოგადი განათლების ატესტატს, ხოლო მეორე წელს გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი საოფისე საქმეში. III საფეხურზე მიიღებიან 9 კლასდამთავრებული (საბაზო განათლების) აბიტურიენტები და 1 წელიწადში მიიღებენ სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს. კოლეჯში მუშაობს სხვადასხვა მიმართულების განმავითარებელი პროგრამები, რაზედაც სასწავლებელი გასცემს სერთიფიკატს. სასწავლებელში სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნიშნის ფურცელი პირადობის მოწმობის ასლი ორი ფოტო სურათი 3x4 საბუთების მიღება მიმდინარეობს. 2018 წლის 30 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრამდე კოლეჯში საშობაო არდადაგებია. სწავლა დაიწყება 2019 წლის 21 იანვარს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.iliaedu.ge E-mail: iliasagarejo@gmail.com T – 0(351) 24-24-36; 555 51-32-28.