საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

დასაქმების ფორუმი თელავში

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ეგიდით ქ. თელავში მოწვეულ იქნა დასაქმების ფორუმი. ფორუმზე წარმოდგენილი იყო დამსაქმებელთა 25 მსხვილი კომპანია 2000-მდე ვაკანსიით. ფორუმს ესწრებოდა ბენეფიციართა ჯგუფი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯიდან, რომელთა მომზადება-გადამზადებაც სახელმწიფო პროგრამით განხორციელდა ბოლო სამი წლის მანძილზე. სამუშაოს მაძიებლებმა შეავსეს მათთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ფურცლები სასურველი ვაკანსიების მიმართულებით. უნდა ვაღიაროთ, რომ დღემდე დასაქმებისათვის ასეთი ეფექტური ღონისძიება რეგულარულად ტარდება, რაც შედეგის მომტანია, რითვისაც ამჯერადაც სამუშაოს მაძიებლებისაგან მადლიერება დაიმსახურეს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა.