საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვა

აღნიშნული პროგრამა კურსდამთავრებულს ანიჭებს - უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას ბუღალტრულ აღრიცხვაში. უცხოენოვანი სტუდენტებისათვის - Higher Vocational Qualification in Accounting.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - სრული ზოგადი განათლება.
პროგრამის მიზანია - მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის/დაწესებულების ან ფიზიკური პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ბუღალტრულ აღრიცხვაში მეხუთე საფეხურის კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, დარგის ბუღალტრად. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის გზით.
კურსდამთავრებულის შესაძლებლობებია:

* შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
* შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტაცია);
* აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
* შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
* მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
* აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
* აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;
* აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
* შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი;
ბუღალტრის უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას კურსდამთავრებულს ანიჭებს - ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი კოლეჯი.