საზოგადოებრივი კოლეჯი

"ილია"

ჩვენს შესახებ

ილია ჭავჭავაძის სახელობის ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა 2000 წლის დეკემბერში.


კოლეჯს მართავს კვალიფიციურ თანამშრომელთა ძლიერი გუნდი, რომლის დამსახურებაცაა კოლეჯის დღევანდელი იმიჯი.

ილია ჭავჭავაძის კოლეჯი 2013 წლიდან არის კერძო კოლეჯების ასოციაციის ნამდვილი წევრი და აქტიურად თანამშრომლობს ყველა წევრ კოლეჯთან.


ილია ჭავჭავაძის კოლეჯი მდებარეობს საგარეჯოში, ლეონიძის ქ. 33 ა -ში. ფლობს ორსართულიან შენობა-ნაგებობას სრულყოფილი სასწავლო ბაზით, კეთილმოწყობილი ეზოთი, სპორტული მოედნით და წარმატებით ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს ყველა დონეზე განათლების, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომპიუტერული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.