პროგრამები
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ინფორმაციის ტექნოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში - Basic Vocational Qualification in Information Technology Support
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: საბაზო განათლება
პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია კონკურეტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირების და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ - ჩვევებს.
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის საბაზო კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელმწიფო / მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
სწავლის ხანგრძლივობა
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის - 60 კრედიტი. 9,5 თვე.
ბ) არაქართულ სტუდენტებისათვის - 75 კრედიტი.12 თვე
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია:
• ააწყოს პერსონალური კომპიუტერი;
• დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
• დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემა;
• დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
• უზრუნველყოს ოპერაციული სისიტემის უსაფრთხოება;
• გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
• შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები;
• მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები.
პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი.
ბუღალტერია

პროგრამა - ბუღალტრული აღრიცხვა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია
ბუღალტრულ აღრიცხვაში - Higher Vocational Qualificationi in Accounting
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - სრული ზოგადი განათლება
პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური
ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო,
სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში,
ორგანიზებასა და წარმართვაში. შეუძლია ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და
ჩანაწერების შემოწმება და ანალიზი, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ
კანონმდებლობასა და სტანდარტებთან. შეადგენს საგადასახადო დეკლარაციებს;
უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში.
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და
საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საფინანსო და საბუღალტრო
სამსახურებში, აუდიტორულ კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, შესაძლებელია თვით-
დასაქმებაც.
პროგრამის ხანგრძლივობა
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 99 კრედიტი. 16 თვე.
ბ) არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 129 კრედიტი. 21 თვე.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
• შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
• აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
• შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
• მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
• აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
• შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.
უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული
მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების დადასტურების შემდეგ სახელმწიფო
გამოცდის ჩაბარების შედეგად.
ბაგა-ბაღის აღმზრდელი

პროგრამა - აღმზრდელი ბაგა-ბაღის
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში - Higher Vocational Qualitication Prescool Educetion
პროგრამაზე მიღების წინაპირობაა - სრული ზოგადი განათლება
პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ
პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. აღმზრდელი უზრუნველყოფს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემოს. შეუძლია ბავშვის ოჯახთან, კოლექტივთან და სფეროს სხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.
შეუძლია ზრუნვა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
კარიერული შესაძლებლობები.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელი-მასწავლებლის პოზიციაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან იმუშაოს თვითდასაქმებით.
პროგრამის ხანგრძლივობა
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 116 კრედიტი. 19,5 თვე.
ბ) არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 146 კრედიტი. 24,5 თვე.
კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება ხდება პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების დადასტურებისა და სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი.
ფარმაცია

ფარმაცია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული
კვალიფიკაცია ფარმაციაში - Higer Vocational Qnatification in Parmacy
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯის ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამა
უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ფარმაცევტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ
რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას, ფლობენ ადამიანზე მათ გავლენას, წამლის
განაწილებას და ადმინისტრირებას.
ფარმაციაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია
დასაქმდეს აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე /ავტორიზებულ, სპეციალიზებულ და
საცალო რეალიზაციის სააფთიაქო სავაჭრო ობიექტში/, საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე,
სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა: - სრული ზოგადი განათლება.
სწავლის ხანგრძლივობა
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 120 კრედიტი. 19 თვე.
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 150 კრედიტი. 24 თვე.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს პროგრამით
გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს სახელმწიფო გამოცდა.
პრაქტიკის ობიექტებია კომპანია PSP ფარმას აფთიაქები, სადაც სწავლის
დასრულების შემდეგ ხდება ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებაც ფარმაცევტის
პოზიციაზე ხელშეკრულების საფუძველზე.
ოფისის მენეჯერი

პროგრამა - საოფისე საქმე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საშუალო პროფესიული
კვალიფიკაცია საოფისე საქმეში - Secondary Vocational Qualification in Office Work
პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციურ - ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვას და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.
საოფისე საქმეში პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად, წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულს სპეციალისტად.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: - სრული ზოგადი განათლება.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის - 59 კრედიტი. 9,5 თვე.
ბ) არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის - 89 კრედიტი. 14,5 თვე.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
• მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში;
• აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
• მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;
• მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
• კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას;
• უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეგანყოფილებას შორის.
კურსდამთავრებულს კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების დადასტურების შემდეგ.