ფარმაცია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული
კვალიფიკაცია ფარმაციაში – Higer Vocational Qnatification in Parmacy
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯის ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამა
უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ფარმაცევტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ
რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას, ფლობენ ადამიანზე მათ გავლენას, წამლის
განაწილებას და ადმინისტრირებას.
ფარმაციაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია
დასაქმდეს აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე /ავტორიზებულ, სპეციალიზებულ და
საცალო რეალიზაციის სააფთიაქო სავაჭრო ობიექტში/, საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე,
სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა: – სრული ზოგადი განათლება.
სწავლის ხანგრძლივობა
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 120 კრედიტი. 19 თვე.
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 150 კრედიტი. 24 თვე.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს პროგრამით
გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს სახელმწიფო გამოცდა.
პრაქტიკის ობიექტებია კომპანია PSP ფარმას აფთიაქები, სადაც სწავლის
დასრულების შემდეგ ხდება ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებაც ფარმაცევტის
პოზიციაზე ხელშეკრულების საფუძველზე.