პროგრამა – საოფისე საქმე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – საშუალო პროფესიული
კვალიფიკაცია საოფისე საქმეში – Secondary Vocational Qualification in Office Work
პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციურ – ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვას და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.
საოფისე საქმეში პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად, წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულს სპეციალისტად.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: – სრული ზოგადი განათლება.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის – 59 კრედიტი. 9,5 თვე.
ბ) არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 89 კრედიტი. 14,5 თვე.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
• მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში;
• აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
• მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;
• მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
• კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას;
• უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეგანყოფილებას შორის.
კურსდამთავრებულს კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების დადასტურების შემდეგ.