პროგრამა – ბუღალტრული აღრიცხვა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია
ბუღალტრულ აღრიცხვაში – Higher Vocational Qualificationi in Accounting
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა – სრული ზოგადი განათლება
პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური
ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო,
სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში,
ორგანიზებასა და წარმართვაში. შეუძლია ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და
ჩანაწერების შემოწმება და ანალიზი, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ
კანონმდებლობასა და სტანდარტებთან. შეადგენს საგადასახადო დეკლარაციებს;
უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში.
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და
საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საფინანსო და საბუღალტრო
სამსახურებში, აუდიტორულ კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, შესაძლებელია თვით-
დასაქმებაც.
პროგრამის ხანგრძლივობა
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 99 კრედიტი. 16 თვე.
ბ) არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 129 კრედიტი. 21 თვე.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
• შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
• აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
• შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
• მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
• აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
• შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.
უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული
მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების დადასტურების შემდეგ სახელმწიფო
გამოცდის ჩაბარების შედეგად.