პროგრამა – აღმზრდელი ბაგა-ბაღის
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში – Higher Vocational Qualitication Prescool Educetion
პროგრამაზე მიღების წინაპირობაა – სრული ზოგადი განათლება
პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ
პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. აღმზრდელი უზრუნველყოფს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემოს. შეუძლია ბავშვის ოჯახთან, კოლექტივთან და სფეროს სხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.
შეუძლია ზრუნვა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
კარიერული შესაძლებლობები.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელი-მასწავლებლის პოზიციაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან იმუშაოს თვითდასაქმებით.
პროგრამის ხანგრძლივობა
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 116 კრედიტი. 19,5 თვე.
ბ) არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 146 კრედიტი. 24,5 თვე.
კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება ხდება პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების დადასტურებისა და სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი.