ინფორმაციის ტექნოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში – Basic Vocational Qualification in Information Technology Support
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: საბაზო განათლება
პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია კონკურეტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირების და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ – ჩვევებს.
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის საბაზო კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელმწიფო / მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
სწავლის ხანგრძლივობა
ა) ქართულენოვანი სტუდენტებისათვის – 60 კრედიტი. 9,5 თვე.
ბ) არაქართულ სტუდენტებისათვის – 75 კრედიტი.12 თვე
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია:
• ააწყოს პერსონალური კომპიუტერი;
• დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
• დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემა;
• დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
• უზრუნველყოს ოპერაციული სისიტემის უსაფრთხოება;
• გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
• შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები;
• მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები.
პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი.