ჩვენ შესახებ

საზოგადოებრივი კოლეჯი “ილია” | College “Ilia

Picture
ილია ჭავჭავაძის სახელობის ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა 2000 წლის დეკემბერში. კოლეჯს მართავს კვალიფიციურ თანამშრომელთა ძლიერი გუნდი, რომლის დამსახურებაცაა კოლეჯის დღევანდელი იმიჯი. ილია ჭავჭავაძის კოლეჯი 2013 წლიდან არის კერძო კოლეჯების ასოციაციის ნამდვილი წევრი და აქტიურად თანამშრომლობს ყველა წევრ კოლეჯთან. ილია ჭავჭავაძის კოლეჯი მდებარეობს საგარეჯოში, ლეონიძის ქ. 33 ა -ში. ფლობს ორსართულიან შენობა-ნაგებობას სრულყოფილი სასწავლო ბაზით, კეთილმოწყობილი ეზოთი, სპორტული მოედნით და წარმატებით ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს ყველა დონეზე განათლების, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომპიუტერული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.

მისია

მოამზადოს კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტები და ხელი შეუწყოს ინდივიდის დასაქმებას და თვითდასაქმებას;

ხედვა

ჩვენი მიზანია უახლოეს 5 წელიწადში ვახორციელებდეთ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს განათლების, ბიზნესის და ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით; გავხდეთ ბენჩმარკი დაწესებულება პროფესიულ განათლებაში ჩვენი რეგიონის მასშტაბით;

ღირებულებები

ჩვენი კოლეჯის პედაგოგიური კოლექტივის მუშაობა ეყრდნობა საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს: – გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, სიახლის ძიება და სვლა მუდმივი სრულყოფისაკენ, სამართლიანობა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ერთგულება.

რატომ უნდა ავირჩიოთ საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი?…

Picture
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი მუშაობას ახორცილებს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სტანდარტისა, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირებულია მოამზადოს კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტები, ხელი შეუწყოს ინდივიდის თვითდასაქმებას; პროფესიული განათლება მიუსადაგოს ადგილობრივ და ზოგადად ქვეყნის მოთხოვნებს; ახორციელებს სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა. სასწავლებელში ყველა პირობაა იმისთვის, რომ სტუდენტმა შეიძინოს პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებლი ცოდნა და უნარ–ჩვევები, რაც ერთგვარი წინაპირობაა ინდივიდის თვით დასაქმების ხელშეწყობის საქმეში. მიზნის მისაღწევად ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორცილებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების მიხედვით; ზრუნავს პედაგოგთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; საზოგადოებრივი კოლეჯის ამოცანაა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია; სტუდენტს გამოუმუშაოს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევები, ის ღირებულებები, რითაც შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოებაში დამკვიდრებას. სასწავლებელში სტუდენტი დატვირთულია სასწავლო მასალის ათვისებით, რაც საშუალებას აძლევს, მიზანმიმართულად და ოპტიმალურად გაანაწილოს დრო სასწავლო დღისა და სასწავლო კვირის განმავლობაში; სწავლების მეთოდები ძირითადად ორიენტირებულია ინიდივიდუალური მიდგომის პრინციპებზე, რაც ხელს უწყობს სასწავლო მასალის ეფექტიანად და იოლად ათვისებას, სასწავლო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას, სასწავლებელი უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი მატერიალური რესურსებით. თანამედროვე სტანდარტის სასწავლო პროგრამები და გეგმები მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების დამაკმაყოფილებელი სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარ–ჩვევებს.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორცილებისათვის უზრუნველყოფილია მატერიალურ–ტექნიკური ბაზით; სასწავლებლის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არის ყველა ის სახელმძღვანელო, რომელებიც საჭიროა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის. სასწავლებელში ოპტიმალური რეჟიმით მუშაობს კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურივილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით; სასწავლებელს აქვს საპრეზენტაციო საშუალებებით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი; საგანმანათლებლო სწავლების მიმდინარეობისას დაცულია უსაფრთხოება; მწყობრშია სათვალთავლო კამერები, სასწავლებლის დისციპლინის და უსაფრთხოების დაცვას აკონტროლებს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯის ვებ გვერდის საშუალებით სტუდენტს, მშობელს, მასწავლებელს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს მისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია, რაც უკავშირდება პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო საქმიანობას. ვებგვერდზე განთავსებულია ყველა სიახლე, რომლის განახლება ხორციელდება ყოველდღიურად, პარარელურ რეჟიმში; სტუდენტი სასწავლებელში განსახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან თავისუფალ არჩევანს აკეთებს ინტერესის მიხედვით მის მიერ არჩეული სასწავლო მიმართულებიდან გამომდინარე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს საბაზო მესამე, მეოთხე და მეხუთე ან/და სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. მესამე დონის პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა საბაზო ან/და სრული ზოგადი განათლება, მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამებზე მიღების წინაპირობაა – სრული ზოგადი განათლება. კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო სერვისს და ინფრასტრუქტურას. ღია სპორტული მოედანი, დასასვენებელი ოთახი, სადაც თავმოყრილია კვების ბლოკი,ჩოგბურთის მაგიდა, მუსიკალური ინსტრუმენტი. აღჭურვილია მოდულური პროგრამების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი დგამავეჯით, ფოიეთი, ფართო დერეფნებით, სადაც განთავსებულია თვალსაჩინოებანი სტუდენტური ცხოვრებიდან.

ფოტოები

Picture

დაგვეკონტაქტეთ