შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

განცხადება

განცხადება

ილია ჭავჭვაძის სახელობის ქ. საგარეჯოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახლდა   აბიტურიენტთა მიღება  2016-2017 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე:

 

  1.          ბუღალტერია – სწავლების ვადა 1  წელი.

 

  1.        ოფისის მენეჯერი – სწავლების ვადა 2 წელი.

 

  1.         ექთნის თანაშემწე – სწავლების ვადა 2 წელი.

 

  1.        კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი – სწავლების ვადა 1 წელი.

 

მიმდინარე სასწავლო წელს კოლეჯში ინერგება მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით. სწავლების ეს ფორმა ახალია პროფესიულ განათლების სისტემაში. ამ სპეციალობაზე სწავლების ვადა 2 წელი იქნება და სწავლების მეთოდი კი კომპიუტერული სწავლებაა. შესაბამისად დასაქმებაც გარანტირებული იქნება.

კოლეჯი გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიულ დიპლომს.

სასწავლებელში მუშაობს კომპიუტერული კურსები (საოფისე პროგრამები) რომელიც შედის სწავლის საფასურში. გაიცემა კომპიუტერის სერთიფიკატი.

სწავლა შესაძლებელია წარმოებიდან მოუწყვეტლადაც, ამისათვის მუშაობს მოქნილი, ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკი.

კოლეჯში მუშაობს სხვადასხვა მიმართულების განმავითარებელი პროგრამები, რომელზედაც სასწავლებელი გასცემს სერთიფიკატს.

როგორებიცაა:

  1. ბაგა–ბაღის აღმზრდელი
  2. ბანკის ოპერატორი
  3. ფარმაცევტის თანაშემწე
  4. პრაქტიკოსი ექთანი
  5. უცხო ენის პრაქტიკული გამოყენების კურსი
  6. ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული კურსი Oris –ის პროგრამა
  7. აბიტურიენტთა მომზადების კურსი (შეთანხმებული ფასებით).
  8. სხვა სასურველი სასწავლო კურსი მსმენელისათვის საჭირო პროგრამის მიხედვით.

ყველა აბიტურიენტისათვის და ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელია სასურველი სასერთიფიკატო პროგრამის შესწავლა და შესაბამისი სერთიფიკატის აღება. ამისათვის კოლეჯში მუდმივად მუშაობს სპეციალისტ–პროგრამისტთა ჯგუფი.

საგარეჯოს ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის მიერ გაცემული ორი ლეგიტიმური დოკუმენტი – სახელმწიფო პროფესიული დიპლომი და კოლეჯის გერბითა და ბეჭდით დამოწმებული სერთიფიკატი  – ორი პროფესიული სპეციალობის აღიარების დამადასტურებელია.

სასწავლებელში სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე.
  2. საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  3. პირადობის მოწმობის ასლი.
  4. ორი ფოტო სურათი 3X4

საბუთების მიღება მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.iliaedu.ge

E-mail: iliasagarejo@gmail.com

T 995(351) 24-24-36;   555 513-228

მისამართი: ქ. საგარეჯო ლეონიძის ქ.33