შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

კერძო კოლეჯების ასოციაციის ფორუმი

2015 წლის 26 ივნისს ჩატარდა კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი ფორუმი.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული ასოციაციის ასოცირებული წევრის, ილია ჭავჭავაძის კოლეჯის, ,,ილიას” წარმომადგენლობითი დელეგაცია.
ფორუმზე განხილული იყო კერძო ავტორიზებული კოლეჯების წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ფორუმს ესწრებოდნენ უცხო ქვეყნების დელეგაციები, განათლების სამინისტროს და ხარისხის მართვის ცენტრის წარმომადგენლები, აგრეთვე დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.        ფორუმზე არჩეულ იქნა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი. ფორუმმა და იქ სიტყვით გამოსულმა ყველა წარმომადგენელმა იმედით აგვავსო, რადგან თითოეულმა მათგანმა გამოხატა დიდი მხარდაჭერა ავტორიზებული კერძო კოლეჯების მიმართ.
აქვე ექთანთა ასოციაციასა და კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმიც.
კოლეჯი ,,ილია” ახალ ძალებს იკრებს და ჩვეული შემართებით აგრძელებს აბიტურიენტთა მიღებას 2015–2016 სასწავლო წლისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა ჩვენს აბიტურიენტს.

10440758_917930288248877_4045753014976347919_n