შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე

Picture 022მიმდინარე წლის აპრილიდან კოლეჯი ,,ილიას” სტუდენტები ინტესიურ პრაქტიკას გადიან საწარმოო ,,პრაქტიკის ობიექტებზე კლინიკა ,,ჯეო ჰოსპიტალსში”, კლინიკა ,,LIFE”-ში, შპს ,,გოლდ სერვის ჯგუფში”, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და სხვა. ისინი წარმატებით ეუფლებიან საკუთარ პროფესიებს. დღევანდელი ცხოვრების პირობები მათ დიდ მოთხოვნებს უყენებს, მათ ეს კარგად იციან და პასუხისმგებლობითაც ეკიდებიან.
კლინიკა ,,ჯეო ჰოსპიტალსში” კოლეჯის 13 სამედიცინო სპეციალობის სტუდენტი ეუფლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, გინეკოლოგიის, სამშობიარო განყოფილების, ქირურგიული განყოფილების სამუშაო პროცესებს, უშუალო კავშირში იმყოფებიან მედპერსონალთან, ავადმყოფებთან, პროგრამის მიხედვით ეუფლებიან სამედიცინო საქმეს და საქმდებიან კიდეც პრაქტიკის ობიექტებზე.
გასული წლის კოლეჯის სამი კურსდამთავრებული დღეს უკვე კლინიკა ,,ჯეო ჰოსპიტალსის” თანამშრომელია, ბუღალტერიის სპეციალობის ოთხი სტუდენტი საგარეჯოს ბანკების ფილიალებში სტაჟირებას გადის, ხოლო შპს ,,გოლდ სერვის ჯგუფში” დასაქმდა ორი წარმატებული სტუდენტი.
,,ჯეო ჰოსპიტალსის” კანცელარიასა და რეგისტრატურაში პრაქტიკას გადის კოლეჯის ოფისის მენეჯერის სპეციალობის ათი სტუდენტი. მათგან ოთხი უკვე სტაჟირებაზეა და კლინიკის პოტენციური თანამშრომელია.