შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

ცხოვრების ჯანსაღი წესი – არა ნარკომანიას! არა ალკოჰოლს! არა მოწევას!

მიმდინარე სასწავლო წლის 6 აპრილს ,,ილიას” კოლეჯში ჩატარდა კონფერენცია თემატური ციკლიდან: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი”.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ნელი ბარამაშვილი – ექთნის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი, ხოლო თანამომხსენებლები იყვნენ: ნინო ბარამაშვილი და მარიამ რცხილაძე – აგრეთვე ექთნის სპეციალობის სტუდენტები.
კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტმა დაგმო ცხოვრების არაჯანსაღი წესი და მიიღო მოწოდება:
– არა ნარკომანიას!
– არა მოწევას!
არა ალკოჰოლს!
სტუდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მასობრივი სპორტით დაინტერესებას, თავდაუზოგავ შრომას და წარმატებულ სწავლას, რაც უზრუნველყოფს კიდეც ჯანსაღ მომავალს.

11035305_434177290074994_8735082754021687797_n