შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

განცხადება

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისათვის ევროპული სტანდარტის შემდეგ მოდულურ პროგრამებზე:
1. აღმზრდელი – ევროპული სტანდარტის V დონე – 30 ადგილი. სწავლების ვადა 2 წელი. გაიცემა უმაღლესი პროფესიული დიპლომი;
2. ფარმაცია (სააფთიაქო) – დასაქმების გარანტიით – ევროპული სტანდარტის V დონე – 20 ადგილი. სწავლების ვადა 2 წელი. გაიცემა ასოცირებული ხარისხის უმაღლესი პროფესიული დიპლომი;
3. ბუღალტრული აღრიცხვა  – ევროპული სტანდარტის V დონე – 20 ადგილი. სწავლების ვადა 2 წელი. გაიცემა უმაღლესი პროფესიული დიპლომი;
4. საოფისე საქმე  – ევროპული სტანდარტის IV დონე – 32 ადგილი. სწავლების ვადა 1 წელი. გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი;
5. ინფორმაციის ტექნოლოგი – ევროპული სტანდარტის III დონე – 20 ადგილი. სწავლების ვადა 1 წელი. გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი. ჩარიცხვის წინაპირობაა 9-12 კლასი.
ევროპული სტანდარტის IV და V დონის პროგრამებზე მიღების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება (12 კლასი).
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯის აბიტურიენტებად მოიაზრება არა მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი კახეთის რეგიონის ახალგაზრდობა, რადგან საგარეჯოს კოლეჯი ერთადერთი კერძო კოლეჯია მთელ რეგიონში, სადაც ხორციელდება უმაღლესი პროფესიული და ასოცირებული პროგრამები, ამავე დროს დასაქმების გარანტიით.
საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი ჩართულია სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერთა და მათივე დაფინანსებით ხორციელდება. იგი ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ეგიდით და უშუალო მხარდაჭერით მიმდინარეობს. კოლეჯი მომზადება-გადამზადების საშემოდგომო ეტაპს განახორციელებს სექტემბრიდან. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა დაიწყონ საგარეჯოს კოლეჯში ივნისის თვიდან, ხუთი ავტორიზებული პროგრამის მიმართულებით.
კოლეჯში ხორციელდება 12 სასერთიფიკატო პროგრამა, რაზედაც გაიცემა სერთიფიკატი კოლეჯის ლოგოთი და ბეჭდით.
საგარეჯოს საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე
2. საბაზო ან საშუალო განათლების ატესტატი
3. ნიშნის ფურცელი
4. პირადობის მოწმობის ასლი
5. ორი ფოტო-სურათი ზომით 3/4
საბუთები მიიღება კოლეჯში 2019 წლის 10 ივნისიდან და გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე, ტესტირება ჩატარდება სექტემბერში. სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.iliaedu.ge
E-mail: iliasagarejo@gmail.com
T – 0(351) 24-24-36; 555 51-32-28.