შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

ევროკავშირის დელეგაცია საგარეჯოს კოლეჯში

უკვე სამი წელია ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივ კოლეჯში ევროკავშირის ეგიდით წარმატებით ხორციელდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა.
2018 წლის 31 მაისს საგარეჯოს საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის – ,,თვინინგის” შემოწმების ექსპერტთა ჯგუფი სლოვაკეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორის ლუბა პავლოვას და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს უფროსი პოლიტიკური მრჩეველის ტიბორ ბორბელის წარმომადგენლობით.
დელეგაციას ახლდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობა – სააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ჩანადირი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნიკოლოზ ლემონჯავა, საგარეჯოს რაიონული განყოფილების უფროსი თამარ ბერიძე და რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დასაქმების საკითხებში თამარ მუჩიაშვილი.
ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს კოლეჯში სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ განმარტებებს აძლევდა ქალბატონი მარიამ ბეზარაშვილი.
სტუმრები ადგილზე შეხვდნენ კოლეჯში მომუშავე თანამშრომლებს, განიხილეს პოზიტიური მიღწევები, გაიმართა დისკუსია.
ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა დიდი სიამოვნებით დაათვალიერეს საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაადასტურეს დასაქმებისათვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების შესაძლებლობა.
ბუნებრივია ამ წარმატებული ვიზიტის შედეგები პოზიტიურად აისახება კოლეჯის შემდგომ მუშაობაზე.