შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

საქმიანი შეხვედრა

2017 წლის 10, 11 და 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგარეჯოს საზოგადოებრივ კოლეჯში წარიმართა საქმიანი შეხვედრა ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის ექსპერტთან, ქ–ნ ნინო მაზმიშვილთან.
შეხვედრაზე მუშაობა მიმდინარეობდა ახალი მოდულური პროგრამით IV და V საფეხურის უმაღლესი პროფესიული სპეციალობების დამატების საკითხებზე. გადაწყდა, რომ საგარეჯოს კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას გამოაცხადებს შემდეგ უმაღლეს პროფესიულ სპეციალობებზე:
ბაგა–ბაღის აღმზრდელი პედაგოგი – V საფეხური
ფარმაცევტის თანაშემწე – IV საფეხური
ოფისის მენეჯერი – IV საფეხური
საბუღალტრო აღრიცხვა – V საფეხური
ინფორმაციის ტექნოლოგია – III საფეხური
შეხვედრამ თბილ, საქმიან ურთიერთობაში ჩაიარა და რისთვისაც მადლობას ვუხდით ხარისხის მართვის ცენტრს.