შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

სამუშაო შეხვედრა

2017 წლის 2 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივ კოლეჯში შედგა კოლეჯის პედაგოგიური კოლექტივის  შეხვედრა საქართველოს განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ექსპერტ ია გიგიბერიასთან.

შეხვედრა ეხებოდა კოლეჯში ახალი მოდულური პროგრამის დანერგვის მეთოდიკას.

პედაგოგებისაგან კოლეჯში შექმნილია მოდულური პროგრამის დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც ქმედით დახმარებას იღებს გარე მხარდაჭერის ჯგუფისაგან ხარისხის მართვის ცენტრის მხრიდან.

ეს შეხვედრები გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში.

სასიამოვნოა, რომ კოლეჯის პედაგოგთა წარმატებული ძალისხმევის შედეგად  ილია ჭავჭავაძის კოლეჯი განათლების სამინისტროს მხრიდან ყურადღების ცენტრში იმყოფება, რაც სიამაყით და იმედით გვავსებს.