შ.პ.ს. « ილია » ი.ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

გზა დაგელოცოთ

2016 წლის 11 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა ღონისძიება: ,,გზა დაგელოცოთ”, რომლის დროსაც მოხდა კურსდამთავრებულთათვის სახელმწიფო დიპლომების გადაცემაც.

ნათელი დღე, მომღიმარი სახეები, იმედიანი მილოცვები ცრემლიანი გამოთხოვება სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის და ოთხი ჩირაღდანი დიდხანს ემახსოვრება ჩვენს კურსდამთავრებულებს.

პედაგოგებმა მათ სადღესასწაულო ტორტით აღუნიშნეს ეს დღე, რომელზეც დიპლომი იყო გამოსახული.

ნათელი იყოს თქვენი მომავალი ჩვენო საყვარელო სტუდენტებო, მწვანე შუქზე გევლოთ!!!