ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აპლიკანტთა მიღებას 2021-22 სასწავლო წლისათვის შემდეგ უმაღლეს პროფესიულ, პროფესიულ საგანმანათლებლო და მოკლევადიან მომზადების პროგრამებზე:
1. ფარმაცია /სააფთიაქო/ – უმაღლესი პროფესიული პროგრამა, სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებით და დასაქმებით, სწავლების ვადა 2 წელი, კვალიფიკაცია -ფარმაცევტი, მიღების წინა პირობა – სრული ზოგადი განათლება – 10 ადგილი.
2. აღმზრდელი – უმაღლესი პროფესიული პროგრამა, სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებით, სწავლების ვადა 2 წელი, კვალიფიკაცია -უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში. მიღების წინა პირობა სრული ზოგადი განათლება – 27 ადგილი.
3. ბუღალტრული აღრიცხვა – უმაღლესი პროფესიული პროგრამა, არასაბიუჯეტო, სწავლების ვადა 2 წელი, კვალიფიკაცია – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში, მიღების წინა პირობა სრული ზოგადი განათლება – 20 ადგილი.
4. ინფორმაციის ტექნოლოგია – საბაზო პროფესიული პროგრამა, სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებით, სწავლების ვადა -1 წელი, კვალიფიკაცია -საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში. – 20 ადგილი.
5. საოფისე საქმე – საშუალო დონის პროფესიული პროგრამა, სწავლების ვადა 1 წელი, არასაბიუჯეტო, მიღების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება, კვალიფიკაცია – ოფისის მენეჯერი, 16 ადგილი.
6. მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვა – მოკლევადიანი მომზადების პროგრამა /3თვე/, გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი კოლეჯის გერბითა და ბეჭდით.
მომზადების პროგრამაზე მიიღება ნებისმიერი ასაკის მსმენელი 16 წლის ზევით.
აპლიკანტის მიერ კოლეჯში წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე.
2. პირადობის მოწმობის ასლი /საქართველოს მოქალაქის პასპორტი/
3. 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3 X 4
4. საბაზო განათლების ან სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი.
არასრულწლოვანი აპლიკანტებისათვის:
1.არასრულწლოვანი აპლიკანტის მშობლის , მეურვის, / აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენლის / პირადობის მოწმობის ასლი.
2. განცხადება / მშობლის, მეურვის მიერ დაწერილი /
3. მეურვის /კანონიერი წარმომადგენლის / დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. არასრულწლოვანი აპლიკანტის დაბადების მოწმობა (დედანი)
5. არასრულწლოვანი აპლიკანტის ორი ფოტოსურათი ზომით 3X4
6. საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი
მიმდინარე სასწავლო წელს სწავლის მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ რეგისტრაციისათვის განსაზღვრული დრო სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მკაცრად არის განსაზღვრული – 2021 წლის 12 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდი. 20 აგვისტოს შემდეგ საქართველოს არცერთ პროფესიულ სასწავლებელში რეგისტრაცია აღარ განხორციელდება.
გთხოვთ, დაიცვათ მითითებული დრო რეგისტრაციისათვის.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე:
საგარეჯო. ლეონიძის ქ. N33 ა . E-mail: iliasagarejo@gmail.com
ვებ. გვერდი – iliaedu.ge
ტელ: (0351)24-24-36; 555-51-32-28